kids.ge logo

სოფლისა წესი ასეა

ფავორიტებში დამატება
სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მერები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაჩენი
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძულური,
ვით ტანსაცმელი ძველია:
რომ უყვარს ნორჩი, ახალი,
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
სამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდის მრგველია,
მისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულუბლი,
მისგნითვე მწვანობს ველია,
მისგან ხარობს ბუნება -
კანასკნელი მწერია…
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემომქმედს,
რა კარგად დაწერია!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026