kids.ge logo

საათი

ფავორიტებში დამატება

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
ისმის კედლის კუთხიდან,
გუგული კი გადმოგვძახებს
პაწაწინა ყუთიდან.

ეს პატარა ისარია,
წუთის ჩამოსათვლელი,
წამი წუთის, წუთი _
დროის არის გამოსათვლელი.

საათი კი სამოც წუთად,
ციფერბლატად იშლება?!
ის მაკვირვებს, რომ მზე საათს
როგორ ემორჩილება?

ცხრა საათზე დილა არის,
ექვს საათზე _ საღამო.
თორმეტზე კი შუდღე
და განწყობა საამო.

ბებო ხშირად მეკითხება,
რომ სათის რა დროა?
გუშინ რომ დრო იყო,
ზუსტად ახლაც ისევ ის დროა.

შეკითხვებზე იცინიან,
მე ვბრაზდები ამაზე.
დრო მოქმედებს ჩემს ძილზეც
და ნაყინის ჭამაზეც,

წამი წუთის, წუთი დროის _
მერია ფიქრები,
სწორ პასუხებს გაგცემთ ყველას,
როცა დიდი ვიქნები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...ახალი კბილიმიყვარს ბევრი კანფეტი და მურაბა ტკბილი, ამ ზაფხულში სოფელში მოვიცვალე კბილი. ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი გავ...ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026