kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა დამდგარა,
ფერთა აყალ-მაყალით,
ჩვენც წავედით ვენახში
მწვადითა და მაყალით.

ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,
მართლაც სასწალია,
ტკბილზე ტკბილი ყურძენი
ქვევრში ჩასაწურია.

ქარვისთვალა ყურძენი
საწნახელმა შეჭამა
არ დატოვეს არც ერთი
მე სხვა დროს რომ მეჭამა.

დაღლილებმა სუფრასთან
მოილხინეს ქართულად,
შრომაშიც და ქეიფშიც
ვაჟკაცურად გართულან.

შარშანდელი ღვინო სვეს,
გამასინჯეს სასმელი,
ღვინოს ჯობდა, მტევანი,
რთველში ხილად საჭმელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კარუსელისანიმუშოდ დავამთავრე სკოლის მე სასწავლო წელი, ამიტომაც ჯილდოს სახით ზოოპარკში წასვლას ველი. ვნახავ ფრინვე...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026