kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

რის მრავალფერადი
ვაფლისა და ვანილის,
მე ფანკლუბის წევრი ვარ
შოკოლადის ნაყინის.

როცა ნაყინს მივირთმევ
მესმის ბებოს ჩივილი:
დაგვჭირდება წამლები
მერე ყელის ტკივილის.

ვანუგეშებ ბებიას,
წამალი არ მჭირდება,
ნაყინთან მორიგება
მე არ გამიჭირდება.

ჩემს თავს გამოვუწერე
საქიმო მალამო,
შოკოლადის ნაყინი:
„თოლია“ და „ბარამბო“.

როცა დიდი ვიქნები,
ღმერთმა თუკი ინება,
აფთიაქში ნაყინი
წამლად გაიყიდება.

ექვსი წლისა შევსრულდი
საკი არ მეტყობა,
საჩვენებლად თითები
ცალ ხელზე არ მეყოფა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუპი ციკნებისოფლად გვყავს თხების ოჯახი ყარამანი და ბარბია, მათ შეეძინათ ციკნები, რა სასაცილოდ დარბიან! ციკნები მიხოს ...ხუთი თითი - მუჭახუთი თითი გაშლილი, ხუთი თითი მუჭა, ბავშვებს იხმობს თავისთან, ბიჭი თმახუჭუჭა. ლოყები აქვს წითელი, ბალს ჭამ...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...საზამთრობავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი, თურმე სასარგებლო არის, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026