kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

რის მრავალფერადი
ვაფლისა და ვანილის,
მე ფანკლუბის წევრი ვარ
შოკოლადის ნაყინის.

როცა ნაყინს მივირთმევ
მესმის ბებოს ჩივილი:
დაგვჭირდება წამლები
მერე ყელის ტკივილის.

ვანუგეშებ ბებიას,
წამალი არ მჭირდება,
ნაყინთან მორიგება
მე არ გამიჭირდება.

ჩემს თავს გამოვუწერე
საქიმო მალამო,
შოკოლადის ნაყინი:
„თოლია“ და „ბარამბო“.

როცა დიდი ვიქნები,
ღმერთმა თუკი ინება,
აფთიაქში ნაყინი
წამლად გაიყიდება.

ექვსი წლისა შევსრულდი
საკი არ მეტყობა,
საჩვენებლად თითები
ცალ ხელზე არ მეყოფა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...ულტიმატუმიყოველ დილით ჩხუბია ჩემს ოჯახში ამაზე ტანსაცმელის წესრიგზე და საჭმელის ჭამაზე. მიკვირის როცა მაცვია არაფერ...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026