kids.ge logo

ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით,
საით მიფრინავ ფუტკარო?
ყვავილებს მილერსებ
დედიკოს ასე უთხარო.

ვიშრომებ ცოტას, ვიცელქებ,
არ ვიზამ სანანებელსო,
ყვავილის მტვრისგან თაფლს შევქმნი
ჩემს სარჩო-საბადებელსო.

წვეთ-წვეთად სკაში შევზიდავ,
მთლად არ შევიკრავ კრიჭასა,
ცოტას შენც გაგინაწილებ
თაფლისგან დამტკბარ ფიჭასა.

თუ მტრულად მოხვალ გაგიწევ
მეც ჩემებურად მტრობასო,
თუ ძმა იქნები დავატკბობ
თაფლივით მე ჩვენს ძმობასო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...შემოდგომაშემოდგომა შემოსულა, ეს რამდენი ფერებია, ღირსეული მოსავალით, ქება შეუფერებია. სად ყურძენი იკრიფება სადღაც ...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026