kids.ge logo

ვაშლის ქურდები

ფავორიტებში დამატება

საღამოს სოფლის ბოლოზე
ერთად მოვგროვდით ბავშვები,
რომ მოგვეპარა საჭმელად
ჩუმად მეზობლის ვაშლები.

დილით პატრონი ცხარობდა
დამაჭერინა ერთიცო,
მათ არ იციან ყოველთვის
ვაშლის ქურდს ქუდი ეწვისო.

ამ ამბავს როცა იკვლევდნენ
ეჭვი ჰქონიათ ყველაზე,
ქუდის დაწვა რომ ახსენეს
ხელი ვიტაცე კეფაზე.

მას მერე დარცხვენილი ვარ,
არ მინდა ვაშლი კეხურა,
სასაცილოა, რომ ქუდი
თავზე სულაც არ მეხურა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...- დამაცადეთ!ხშირად ჭკუას მარიგებენ, ხშირად კიდეც მტუქსავენ, ამას ჩემთვის აკეთებენ, და ამას ხაზს უსვამენ. სწავლა თურმე...საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...ჩემი პირველი მასწავლებელიშემოდგომაზე ია ვერ ვნახე, რომ მომერთმია ცოდნის საწყისო, შენ შემაყვარე ქართული ენა, ჩემი ბავშვობის ოქროს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026