kids.ge logo

განახლდა გული

ფავორიტებში დამატება
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, გზა დამილოცე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბადს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
განელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ,ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, გზა დამიცალე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...მიცვალებულის ხსოვნამგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. სახლის კარებთან უმოძრაოდ ...მღვრიე ქარითოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქ...ობელისკიობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს, ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი ყველასთვის...ქალავ!გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026