kids.ge logo

ბებო

ფავორიტებში დამატება

დამიბერდა ბებიკო,
ჭირს ნემსის აგება,
ამ ბოლო დროს საუბრის
უძნელდება გაგება.

ნეტა ვიყო მე დიდი
ბებოს მე მოუვლიდი,
თვალებს კიდე ვუშველი
და სათვალეს ვუყიდი.

ყურზეც რაღაცას ვიზამ
არ მაშინებს გადაღლა,
თუ ხმადაბლა არ ესმის
სიტყვებს ვეტყვი ხმამაღლა.

ნემსში ძაფს ვეღარ უყრი
არ ჭირდება კამათი,
ბებო ნემსის მაგივრად
იქნებ სინჯო მახათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...მეც უფროსი გამოვალწელს მივდივარ სკოლაში და დიდივით ვფიქრდები, რა გამოვალ ნეტავი, როცა დიდი ვიქნები? როცა ვცელქობ, მეტყვიან,...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...ხილთა ქება*** ქარის ზუზუნ-ზუზუნით, ნაირ ფერთა ქარაგმით, შემოდგომა მოსულა, ხვავითა და ბარაქით. *** ბაღჩით, ხილი-ბოსტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026