kids.ge logo

ბებო

ფავორიტებში დამატება

დამიბერდა ბებიკო,
ჭირს ნემსის აგება,
ამ ბოლო დროს საუბრის
უძნელდება გაგება.

ნეტა ვიყო მე დიდი
ბებოს მე მოუვლიდი,
თვალებს კიდე ვუშველი
და სათვალეს ვუყიდი.

ყურზეც რაღაცას ვიზამ
არ მაშინებს გადაღლა,
თუ ხმადაბლა არ ესმის
სიტყვებს ვეტყვი ხმამაღლა.

ნემსში ძაფს ვეღარ უყრი
არ ჭირდება კამათი,
ბებო ნემსის მაგივრად
იქნებ სინჯო მახათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...ჩემი ბაღიმიყვარს ჩემი ბაგა-ბაღი, მისი ეზო-კარი, ამ კედლებში შევიძინე ბევრი მეგობარი. აქ ვიგრძენი მადლიანი საქართვე...ხილთა ქება*** ქარის ზუზუნ-ზუზუნით, ნაირ ფერთა ქარაგმით, შემოდგომა მოსულა, ხვავითა და ბარაქით. *** ბაღჩით, ხილი-ბოსტ...ზაფხულიგაზაფხულდა, არე-მარე მოიხატა ათასფერად, საზაფხულოდ ვემზადები, მე სოფელში წასასვლელად. აღარ მინდა თქვენი ბ...შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026