kids.ge logo

ველოდებით ახალ წელს

ფავორიტებში დამატება

შემოდგომის მაგივრად
შემოსულა ზამთარი,
მახარობლად მობრძანდა
თოვლის ფიფქთა ამქარი.

მოიბუზნენ ჩიტები,
გულწითელა ღაბუა,
ბავშვებმა კი ეზოში
დავდგით თოვლის ბაბუა.

დავაყენეთ დარაჯად
ფხიზლად შეხვდეს ალიონს,
გაუფრთხილდეს ცოცხსა და
ბროწელის ყალიონს.

თავზე ვედრო ახურავს
ცხვირი სტაფილოსი აქვს,
ყალინი შეკვეთით
პაპას გამოთლილი აქვს.

გვიხარია ზამთარი
ბა რა დაგვაღონებს,
პაპა გულში იცინის,
და ყალიონს აბოლებს.

ბებოს სუფრის გაშლაშიც
მივაშველებთ მარჯვედ ხელს,
თოვლით გახარებული
ველოდებით ახალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...ულტიმატუმიყოველ დილით ჩხუბია ჩემს ოჯახში ამაზე ტანსაცმელის წესრიგზე და საჭმელის ჭამაზე. მიკვირის როცა მაცვია არაფერ...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026