kids.ge logo

თოვლი

ფავორიტებში დამატება

თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
რემარე დაფარა.
_ გიხარია?
_ ძალიან!
_ ვიგუნდავოთ?
_ აბა რა!

_ ეს ვინ მოდის?
_ გიგა.
_ თან რა მოაქვს?
_ ციგა.
“ციგა სხვებსაც ათხოვე”, _
დედამ დარიგა.

ჩვენ არ ვიცით დაღლა!
რა ვაკეთოთ ახლა?
_ თოვლის პაპა დავდგათ
იმ გორაზე, მაღლა!

ერთი გუნდა,
რი გუნდა,
ახლა თავის დადგმაც უნდა!
რი თვალი, ცხვირი, პირი, _
პაპა დადგა გასაკვირი!
ხელში _ ჯოხი.
თავზე _ ვედრო.
_ რა აკლია?
_ თოვლის ბებო!

უჰ, რამდენი ვიხალისე?!
დამიწითლდა ლოყები.
ახლა სახლში გავიქცევი
და ამ ამბებს მოვყვები!

ფიფქი მოდის, არ ილევა.
სევ თოვს და თოვს და თოვს...
ბაბუ ამბობს: ამისთანა
დიდი თოვლი არ მახსოვს...

ბებო ამბობს: ცხელი ჩა
ხომ უხდება ასეთ ამინდს?
ჰოდა, ჩაიც მიირთვით და
ეს ცხელ-ცხელი ლობინიც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026