kids.ge logo

აფხაზეთო

ფავორიტებში დამატება

მამის მკლავივით ძლირო და
დედის ნანასავით ერთადერთო.
ჩემო უნაპირო სიყვარულო,
ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო.

სინანულის ცრემლი თვალს ასველებს
და გულს ტკივილიანს მიწვავს.
სად გაქვს ერთი ციდა საქართველო
გასაჩუქებელი მიწა.

შენი ზღის ტალღები მენატრება
და შენი პალმების ჩერო.
ჩემო თვალხატულა აფხაზეთო,
დიდო სადარდელო ჩემო.

ჩვენი ტკივილების მოშუშებას
ვიცი არ ეყოფა არც თვები,
ცოტაც გაძელი საქართელო-
ვიზრდებით არწივის მართვები!

შენი გულისცემას მაჯაზე ვგრძნობ,
და შენს მონატრებას ვფიცავ,
ობლად დარჩენილო სოხუმო და
ცრემლით დანამულო მიწა

რა ვქნა, არავისთვის მემეტები,
გულის გულობამდე გჩემობ.
დაგიბრუნდები და აღარ დაგთმობ
ტკბილო აფხაზეთო ჩემო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *თუ გინდა, რომ პატივს გცემდეს, გაფასებდეს ირგვლივ ყველა. ნუ იქნები მატყუარა, ეშმაკი და გაიძვერა. დიდმა შოთ...ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...სპილოერთ დღეს დედამ ზოოპარკში წაიყვანა ჩვნი ილო. გაოცება ვერ დამალა ბიჭმა, როცა ნახა სპილო. ილო ხორთუმს დააკვი...პატარა ქართველებიჩვენ პატარა საქართელოს მომავლიდან მოვდივართ. ჩვენი ქვეყნის ძლიერების და სიკეთის მდომნი ვართ. ჩვენ სამშობლ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და გადაყვითლდა მინდორ-ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი და საწნახელი. ღვინობისთვეს კვლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026