kids.ge logo

აკაკის ლანდი

ფავორიტებში დამატება

მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოტის ლანდი!

თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ლავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიბი
დადებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.

მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩემი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
ღელვებული ელიზიმი.

გრძნობდა თანაბარ მოახლობას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრილით შეკრთა
მშობლირი ტყის მწვანე ზვირთები.

მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა,
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით აელფერა,

და სადუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვითი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანტელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.

იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი ზღაპრების სიდიდეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.

არ მოგაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოტის, მაღლით ანთება.
კურთხელი იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერის თვალებითეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, დახურულია გული, როგორც საკანი რამე. თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედ...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...ვიგონებ რა იმ მიქელანჯელოსვიგონებ რა იმ მიქელანჯელოს, არაა ძნელი მთების დანდობა, რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს ესაფეხუროს ლალის ტატ...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026