kids.ge logo

დღეს პირველი აპრილია

ფავორიტებში დამატება

მელაკუდა მიიმღერის:
- დღეს პირველი აპრილია,
ტყის ამბები მოვიგონე,
დაჯერება ადვილია:

ჩემი თვალით ვნახე, სკვინჩამ
კუდი კურდღელს გაუცვალა,
მგლების ხროვა შეშინა
ერთმა უწყინარმა ცხვარმა.

შენა ქარმა სახლი,
ისრულა საწადელი,
ბუზმა დათვებს შეჭამა
ვებერთელა თაფლაკვერი.

ტკბილად გალობს ყვანჩალია,
ბულბულები გადარია,
შაშვმა ბარტყი მიბარა,
ვარჯიშებს რა ხანია.

ჰა-ჰა-ჰა-ჰა, დელი-დელი,
დაჯერეთ ყველაფერი?!
დღეს პირველი აპრილია,
მოტყუბა ადვილია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭრიჭინას იავნანაწუხელ არ მოისვენა, იჭრიჭინა ჭრიჭინამ, ტყე აიკლო, გაერთო, როგორც მოეჭრიჭინა. მაგრამ, როცა გათენდა და ამღერ...დიდედასაჩეჩელზე მატყლს ჩეჩავს და თითისტარზე ართავს ფთილებს, ლამაზ წინდებს გვიქსოვს ხოლმე და გვიქარგავს შვილთაშვ...დათვის დანაბარები- ბუკიოტო, დამკივლე და გამაღვიძე ახალ წელსო! თქვენთან ერთად მეც მოვილხენ ამ გასაოცარ ღამესო....ოფოფის სიზმარითეთრ სამოსში ციცარი, რა ვქნა, ვეღარ ვიცანი; ბუ და ჭოტი შორტებში - ცხადია თუ სიზმარი?! გაიარა ბატუნამ მოხდ...ფოტოგრაფი დათუნიატყეში დიდი ხმაურია, დრუნჩა დათვი ფოტოგრაფობს: - ციყვო, თუ კი გამიგონებ, თხილს მოგართმევ ზამთრის სამყოფს. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026