kids.ge logo

დათვი და ფუტკრები

ფავორიტებში დამატება

დათვი
“- ცოტა თაფლი მიწილადე
დედოფალო ბზულა!
ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა
ვიბაჯბაჯე ტყუილად”.

ფუტკარი
“- შე მსუნაგო, ჩვენ სულ ვშრომობთ,
შენ კი არც გვეხმარები,
ეს ზამთარიც გაიყვანე
ძილითა და მთქნარებით”.

დათვი
“- აბა როგორ დაგეხმაროთ,
წამში მკბენთ და მიცილებთ,
ბოლოს დრუნჩზე რომ მიკბინეთ, 
დიდხანს ვერც გავიცინე”.

ფუტკარი
“- მერე რა, რომ ფუტკრები ვართ,
სულ არ გვინდა გიკბინოთ,
მაგრამ, როცა თაფლს გვართმევენ
როგორ უნდა ვითმინოთ?”

დათვი
“- ჩემზე რომ ხართ ნაწყენები,
სიტყვოდაც ვიცოდი,
ჩემს პატარა ბელებს შიათ,
თორემ არც მოვიდოდი”.

ფუტკარი
“- კარგი, მოდი და ბოლოჯერ,
შვილებისთვის წაღე,
მაგრამ კბენა არ აგცდება
ხმა-კრინტი თუ გაიღე!!!”

დათვმა დიდად გახარა,
ბუნაგისკენ გაიქცა,
დრო გავიდა, მუქარა კი
რელობად არ იქცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026