kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევრი ვეძებე და
ვერ ვიპოვე ფურცელი,
სწორედ ამ დროს შევამჩნი
ჩვენი ცუგას მუცელი.

მერე ზურგიც დავინახე
თეთრი იყო, ქათქათა,
ფლომასტერი ავიღე და
სულ მოვხატე თანდათან.

გასუსული იჯდა ცუგაც,
მოფერება ეგონა,
ამ დროს ბებომ დაკივლა,
ნეტავ არ მოწონა??!

მერე ბებო გამიბრაზდა
სე რომ მოვიქეცი,
მე კი ისე მიხაროდა,
თითქოს მხატვრად ვიქეცი.

დედაც ხატავს ხშირად, მაგრამ
ჩემი ხატვა ეწყინათ,
ჩემს ცუგას კი მოწონა
და არც რამე ეტკინა.

მე და ჩემი თეთრი ცუგა
მეგობრებად დავრჩებით,
ჩუმად გეტყვით: კვლავ მოვხატავ,
ბებოს თუ გადავრჩებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...წვიმავნახოთ, წვიმა ჩემს კიკინებს როგორ დაუწკაპუნებს, ქოლგა უნდა გადავმალო, ვეთამაშო შხაპუნებს!!! სასაცილოდ თამ...ველოდები ძამიკოსაი, უკვე რახანია ველოდები ძამიკოს, ალბათ ბურთით ვითამაშებთ, მანქანებსაც გამიყოფს. "მგონი მალე გაიცნობო" _...იძულებით გმირისახლში თაგვის გამოჩენას მოჰყვა აურზაური, დედამ ამსვა მაგიდაზე და ატეხა ხმაური. ამ ხმაურზე შემოცვივდნენ მე...მამიკოები“- მამაჩემი ღონიერი და უზომოდ ძლიერია, მუდამ იცავს დაჩაგრულებს, ის ხომ პოლიციელია!” “- ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026