kids.ge logo

იძულებით გმირი

ფავორიტებში დამატება

სახლში თაგვის გამოჩენას
მოჰყვა აურზარი,
დედამ ამსვა მაგიდაზე
და ატეხა ხმარი.

ამ ხმაურზე შემოცვივდნენ
მეზობლები ოთახში,
გაუკვირდათ,ჩვენ ხომ მუდამ
სიმშვიდე გვაქვს ოჯახში.

მერე სახლი დაამსგავსეს
სანადირო ველ-მინდორს,
მგონი საწყალ თაგუნიას
ღარავინ დაინდობს.

მალე ისე გადაკეტეს
ყველა კუთხე-კუნჭული,
ზღვა მეგონა იტაკი,
მაგიდა კი კუნძული.

თაგვს ალყაში მე ვეგონე
და სოროდან აბარგდა,
საწყალს ისე შევეცოდე,
თავის ნებით ჩაბარდა.

ყველას დიდად გაუკვირდა,
დაფასეს გმირობა,
გაუშვეს და ჩამოართვეს
გადაკარგვის პირობა.

ერთი ციცქნა თაგუნი
ვეშაპად მოეჩვენათ,
მე კი დავუმეგობრდი და
საყვარელი მეჩვენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...შეკითხვებიუამრავი შეკითხვა რომ მიტრიალებს თავში, მთელი დღე რომ ვლაპარაკობ, ვერ მიძლებენ სახლში. დედას ახსნილს რომ ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026