kids.ge logo

წამიყვანე ზოოპარკში

ფავორიტებში დამატება

ზოპარკში წამიყვანე
ბაბუ ბაბუა,
თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ
სულ გამაბრუა.

მინდა ვნახო ბეჰემოთი,
კუ და ბაჭია,
მამუნი მელოდება,
ცელქი,პრანჭია.

მეძახიან,თამაშს როცა
დაპირებენ,
ზოპარკის ცხოველები
სულ მაცინებენ.

რომ შემეძლოს ყველას სახლში
წამოვიყვანდი,
ხელში მოვეფერებოდი
და ავიყვანდი.

წამიყვანე,რა მოხდება
ჩემო ბაბუა,
თორემ მგონი ამ ლოდინმა
სულ გამაბრუა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026