kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამიკო და მესულ არ უნდა ხვეწნა, მამას თუ აქვს დრო, “- წამო ეზოშიო”, ხშირად თვითონ მთხოვს. მხიარული ხტუნვი...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...მერცხლების საუბარი- ნეტავ ჩვენს სამშობლოში დარია თუ ავდარი? - ბუდეს ხომ არ მოშლიდა წვიმა, თოვლი ან ქარი? - არა, დარდი არ გვ...ბეღურა“- ნახე, თოვლი ხეებს უკვე საბნად გადაეხურა, შენ რატომ არ გადაფრინდი თბილ ქვეყნებში ბეღურავ?” ...წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026