kids.ge logo

მამიკო და მე

ფავორიტებში დამატება

სულ არ უნდა ხვეწნა,
მამას თუ აქვს დრო,
“- წამო ეზოშიო”,
ხშირად თვითონ მთხოვს.

მხირული ხტუნვით
რომ ჩავკიდებ ხელს,
დავსეირნობთ ასე,
მამიკო და მე.

როგორ გამაცინოს,
ზუსტად იცის სულ,
ღიმება, როცა
გამიხარებს გულს.

სიყვარული ასე
ვიცით მხოლოდ ჩვენ,
შემოვივლით მთა-ბარს
მამიკო და მე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა ყველა ფერია- რა ფერია დედის გული? - ფანტელივით ფითქინა. - როგორია დედის მზერა? - ვარსკვლავივით ციმციმა. - რა ფერია დ...ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...მამიკოები“- მამაჩემი ღონიერი და უზომოდ ძლიერია, მუდამ იცავს დაჩაგრულებს, ის ხომ პოლიციელია!” “- ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026