kids.ge logo

აბეზარი მამალი

ფავორიტებში დამატება

ხეზე რომ შემომჯდარა
ჩემი ბებოს მამალი
თავს იწონებს ქათმების
უთვალავი ამალით.

მაგრამ თურმე ნუ იტყვით
ყველას ისე აწუხებს
ბებოს გაყიდვა უნდა
მაგრამ რა ქნას,აჩუქეს.

სულ ყიყლიყოს დამძახის
მერამდენე დილა
თანაც ჩემი ოთახი
ზუსტად ამ ხის წინაა.

ნეტავ რისი თქმა უნდა
ამ ყიყლიყოს კივილით
მეზობლებმაც დაგვღალეს
გვაღვიძებსო--ჩივილით.

ჰოდა იცით რა ვქენი?
სხვა გზა რომ აღარ იყო,
ხალი წლის საჩუქრად
ძაღლი ვთხოვე მამიკოს.

და ამ ცუგას ბუნაგი
ხის ქვეშ დავადგმევინე,
მისი შიშით ჩვენს მამალს
ნა ჩავაგდებინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანბანი - ხმოვნების კონცერტია ეს ვინ არის? - ასო ა აბა, გესმით მისი ხმა? ოპერაში მივიდა, დაუღია პირი და ახლა მღერის არიებს, უკვე დასშ...ჩხირკედელაჩხირკედელა შემარქვეს, ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ მამა ბრაზდება, რატომ,ნეტა ვიცოდე! მამაც ზუსტად ასეთი ცელ...დედა- იცი ქვეყნად რა არის თაფლზე უფრო ტკბილი? - კოცნა და ჩახუტება დედიკოს და შვილის. - და თუ იცი წამალი ყველა...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026