kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება


ეს ვინ არის? - ასო ა
ბა, გესმით მისი ხმა?

პერაში მივიდა,
დაღია პირი და

ახლა მღერის არიებს,
უკვე დასშიც გარიეს.

ბოლოს ამბობს ანდაზებს,
ხმას აწვრილებს, ანაზებს.


“- ერთი მეც შემომხედეთ!”
სცენაზეა ასო ე,

“- რომ იცეკვოს, როგორც მე,
შეუძლია სხვა ვინმეს?”

ჯიბრება სხვა ხმოვნებს,
სალმება თანხმოვნებს.

ცეკვავს ფეხის წვერებზე,
დატრიალდა ცერებზე.


გამოვიდა ასო ი,
მოიყვანა ორკესტრი.

ხელებს იქნევს ამაყად,
დირიჟორობს ამაღამ.



ბოლოს წინ აქვს ნომერი,
არტისტია მშრომელი.

ეს არის საოცრება,
ახდა მისი ოცნება:

დღეს სპექტაკლში მთავარ როლს
ვინ ასრულებს? - ასო ო!


ნერვილობს, მაგრამ დუმს,
უხმოდ იცდის ასო უ.

პირველობა განა სურს,
რა საქმე აქვს მასთან შურს?

მალე ღელვაც გაუქრა,
როალზე დაუკრა.

უ-მ კონცერტი დახურა,
ტაში დაიმსახურა.

ა ე ი ო უ

მთელ დარბაზში ტაში ქუხს,
ხარობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...უკანონო ბურთირა დუელი გაუმართავთ სტადიონზე ბიჭუნებს?! "შენი არა,ჩემიაო", თან აჩენენ კიჭუნებს. ამ კამათის ნამდვილ მიზეზ...დედას არ უნდა მადლობა?დედას არ უნდა მადლობა? დედას არ უნდა ქება? ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე, ის ჩვენს თვალებში ხედავს. რაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026