kids.ge logo

ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზე

ფავორიტებში დამატება

კაკ, კუკ,
კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა
ისმის სისხამ დილით.
მზე ფანჯრებში იჭვრიტება,
_ არ უხდება კარგ ბიჭებსო
შუდღემდე ძილი!

კაკ, კუკ,
კაკ, კუკ _ გაიღვიძე!
კაკ, კუკ _ ყური უგდე;
ეს მერცხლებმა შენს ავანს
მიშენეს ბუდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიზმარიწუხელ ძილში მესტუმრნენ ზოოპარკიდან სტუმრები, ბუქნაკოჭა გამართეს _ ვერ ვძღებოდი ყურებით. ყირას იდგა მელია,...საქათმეზე გასაკრავი ლექსიარ იფიქროთ, რომ მელიებს მოატყუოთ რამე. რამსიგრძე კუდს დღე უყურებთ _ სამი იმდენი აქვთ ღამე! _ არა გჯერათ? ...მამალისა და კრუხის წაკიდებაკრუხმა ამოსხა ბუდიდან სულ სამად-სამი წიწილა. იქვე დაუხვდა მამალი, იცით, რამდენი უყივლა?  _ გამაგებინ...ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026