kids.ge logo

ტარო ბიჭი მედოლე

ფავორიტებში დამატება

დამტიპიტო, დიმტიპიტო,
დამტიდიმტი - დარო!
პარტყუნებს დოლს დილიდან
ტარილი - ტარო,
თან იძახის:
მომისმინეთ,
რა მედოლე ვარო!

კი, ბატონო, მოვუსმინეთ...
არც სიმღერა, არც დავლური,
სულ ეს იყო - შინ და გარეთ,
დოლს გაჰქონდა პარტყაპურტყი...

ტაროს დოლის დიმტიდარო,
მოისმინეს ტყეშიც თურმე.
ციყვი ამბობს:
`მაგ უქნარას დოლის პარტყუნს
როგორ უსმენთ, უმეე?!~

საარწივეთში მიცვივდნენ მდურვა-ფხაკუნით კურდღლები:
`მაგ წარამარა პარტყუნში ვერ ვაძინებთო ბაცაცებს,
თვალი რომ ჩვენზე გიჭირავთ, მიდით, და თუ მაგრები ხართ,
ტარო ბიჭს დოლი ასწაპნეთ!~

ვინ იფიქრებდა თუ დათვსაც დასჩემდებოდა ბუზღუნი:
`მაგ დოლის დიმტიპიტოსგან, თავში გამიდის ზუზუნი,
არ იქნა, სწორედ მას აქეთ ვეღარ გავსულვარ წაბლზე,
არ მიმიყვანოს, უთხარით, თორემ იმ დიმტიპიტოდამპიტოს,
ჩამოვაფხრიწავ თავზე!~

რიქათ! -
დაჰკრა ფეხი და მელია ბიჭთან მივარდა შუშპარით:
`- ასე და ასე ვუზამო, მიდი ბიჭთანო და უთხარი!~
- არ გირჩევ დათვთან მტერობას, სიფრთხილე გმართებს დიდი,
დე, აღე ეგ დოლი და მელიებს გვაჩუქე, მიდი,
შენც დაისვენებ, ჩვენც დავისვენებთ,
დოლიც დაფხრეწას ასცდება,
დათვი კვლავ წავა წაბლზე და,
ვითომ არაფერიც არ ხდება.

დამჯერი ბიჭი გამოდგა
ჩვენი მედოლე ტარო,
დათვი რომ დაკვრას მიკრძალავს, რისი მედოლე ვარო,
- აჰა, ბატონო, წაღე,
რა მოხდა, დიდი ამბავი,
ღონდ დათვს ასე უთხარი:
ცოდეს, მეც გავიზრდები და
ნახოს, თუ არ გავუტეხო, თავი!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარტი – აპრილსმარტმა აპრილს შეუთვალა: მასესხეო სამი დღე, თებერვალის თოვლს და ჭყაპანს მივალიე მთელი თვე. არ იკითხავთ, პა...საქათმეზე გასაკრავი ლექსიარ იფიქროთ, რომ მელიებს მოატყუოთ რამე. რამსიგრძე კუდს დღე უყურებთ _ სამი იმდენი აქვთ ღამე! _ არა გჯერათ? ...მამალისა და კრუხის წაკიდებაკრუხმა ამოსხა ბუდიდან სულ სამად-სამი წიწილა. იქვე დაუხვდა მამალი, იცით, რამდენი უყივლა?  _ გამაგებინ...ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026