kids.ge logo

მარტი – აპრილს

ფავორიტებში დამატება

მარტმა აპრილს შეუთვალა:
მასესხეო სამი დღე,
თებერვალის თოვლს და ჭყაპანს
მივალიე მთელი თვე.

არ იკითხავთ, პასუხად
რა მიღო მარტმა?
_ აბა, ერთი კარგად თქვი _
ხუმრე თუ, მართლა?!

კარგად იცი _ სამ წუთითაც
არ ინდობი მარტო,
მოინდომე ეს ქვეყანა
კიდევ სამ დღეს მართო?!

გაიხსენე _ სამი დღე
შარშანაც გაქვს ნასესხები,
ჰოდა, წელსაც სამს რომ ითხოვ _
ხარ კი მისი ჩამსესხები?!

რას ვამბობ _ შარშანწინზე,
და არც წინის წინის წინზე,
რა, ვერ კმარობ ოცდაათ დღეს,
თუ იქცევი ჯიბრზე?

თუკი ასე გააგრძელებ,
ვერ ამოხვალ ვალებიდან,
ცი, ბოლოს რას მიღებ?
მოხტები კალენდრიდან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწკი წრუწუნავერ მოიშალა წუწკობა ერთმა პატარა წრუწუნამ, დედის მოტანილ კაკლეულს ნეტავ, გემო რად უწუნა? დაჰკრა ფეხი და ე...სიზმარიწუხელ ძილში მესტუმრნენ ზოოპარკიდან სტუმრები, ბუქნაკოჭა გამართეს _ ვერ ვძღებოდი ყურებით. ყირას იდგა მელია,...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსივლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვარსკ...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026