kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

პატარა ვარ?
რა, დიდი!
გუშინ გავხდი ექვსის,
მალე სკოლის კარს შევაღებ,
მელის ჩემი მერხი.

დედიკოს გულს გავახარებ,
განა ბევრი უნდა?
რომ ვისწავლო ათიანზე,
ცოტაც იყოს თუნდაც.

მეყოლება მეგობრები,
ლიზი, გვანცა, ნუცა,
ყველა ისე მეყვარება,
როგორც მათ გულს უნდა.

მასწავლებელს არასოდეს
გავაბრაზებ ვფიცავ,
მაგრამ ცოტას თუ ვიცელქებ,
არ გამიწყრეს მინდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *დედამ მითხრა დიდი ხარო, წითელ კაბას მაცმევს, ბაღში თურმე ზეიმია, სცენაზე სურს დავდგე. შემასწავლეს ბევრი ლ...თეთრი ფიფქი ციდათოვლის თეთრი ფანტელები ეშვებიან ციდან, ფრთხილად! ფეხი არ დაადგათ, ფანტელს ამ ერთ ციდას. გადათეთრდა ხის ტო...მოდუდუნებს მდინარე,,მოდუდუნებს მდინარე, კალაპოტშიც გადმოდის, მოაქვს, მოარაკრაკებს, სიტყვებს გზებზე გაგონილს. ხან სიცივეს აჰ...* * *სოფლისაკენ ჰერი-ჰერი, მივიჩქარით მალე, ეს ზაფხული ძლივს დაიწყო, მზე კაშკაშებს ცაზე. ასკინკილით შემოვივლით...წვიმის წვეთიწვიმის წვეთი წკაპუნა, ნამავს შიშველ მიწას, დაეფინა ყვავილებს, ჯერ კიდევ რომ სძინავთ. გაზაფხულის მხარობლებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026