kids.ge logo

ტასო ვარ თუ პეპი?!

ფავორიტებში დამატება
პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წიწილების სიმღერაწია-წია, მზის გულზე გამოვედით ხალისით, რახანია ეზოში ჩვენი ხმები გაისმის. წია-წია, დავქრივართ, საკენკს ვკ...ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...მეკვლე ვარ!..თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფ...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...მოხერხებული ანდრიავარსკვლავებს ითვლის ანდრია, მთვარე არიგებს მაღლიდან: - სუყველას როგორ დაითვლი, ბევრნი არიან ძალიან. - ჰოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026