kids.ge logo

ქარ-წვიმაში

ფავორიტებში დამატება

ღამეა და ზუის ქარი,
კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი,
საბუდარში, დედის ფრთებქვეშ,
ფშვინავს ორი ბატის ჭუკი.

ერთი ისეთ სიზმარს ხედავს,
ახლოს მისვლას ვერ გაბედავ -
ბატის პრინცმა, პატარამ,
მიიწვია მეჯლისზე!
კაბა შვენის თეთრი გედის,
მძივებით და ლურჯი რუშით.
მერე კი, მთელი ღამე
დაჭყაპუნობს ვითომ რუში.

მარტო დედას არ სძინავს,
რად აშინებს ქარ-წვიმა?

ღელესთან რომ უდედმამო
ჭუკი ნახა გუშინ,
სად არიო, ნეტავ, - ფიქრობს, -
ჩამახუტა გულში.
მოვძებნი და მოვიყვანო
სათუოდ შინ. . .

გარეთ კიდევ ქარი ზუის
და საშინლად წვიმს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...დიდი ჭიაალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. - ვინ კრეფს? - დიდი ჭია, პირი დაუღია. - ჩამომიგდე, ჭიავ, თეთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026