kids.ge logo

ჩიჩილაკი

ფავორიტებში დამატება

ღებენ თხილის ტოტს და
თლიან, თლიან, თლიან, თლიან....
სახალწლოდ უნდა დადგან
-მიხვდი?
-ჩიჩილაკი ჰქვია!
თხელ ანათალს ვერც დაითვლი:
გაბევრდება ერთი ასად,
მზეს ჰგავს ჩვენი ჩიჩილაკი
გაგვინათებს სხივით სახლსაც.
საშობაოდ მზეც ხომ ასე
მომატებს სხივს და ნათელს?!
თლიან,თლიან, ჩიჩილაკიც
სინათლის ხედ იქცა, ნახე?
გადმოშალა სხივის ღვარი:
ეს მშვიდობის, ეს ბარაქის,
ეს სიკეთის ნიშნად არის.
დღე იზრდება, სხივნათელობს,
ბნელს და ყინვას გადასძალავს,
მალე გაზაფხულიც მოვა,
და დედამზის ვიგრძნობთ ძალას.
მედის და სინათლის ხევ,
მოდი, მოგრთოთ, ჩიჩილაკო!
სიხარული ერქვას მინდა
სამყაროსთვის შენ ტკბილ ნაყოფს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026