kids.ge logo

ჩემი ბაბუა

ფავორიტებში დამატება

ჩემი ერთა ბაბუ
მიყვარს ძალიან.
ბაბუს ჩემთან სათამაშოდ
მუდამ სცალია.

დამიჯდება, მიკითხავს
ზღაპრებსა და არაკებს,
ან მიყვება ძველ ამბებს,
ან მე მალაპარაკებს.

დამიხატავს გრძელყურა,
სასაცილო ბაჭიებს,
მელაკუდებს, დათუნებს,
მამუნებს პრანჭიებს.

შეუძლია გათალოს
სათამაშო ურემი
და იქნება ისეთი...
არ მოწყენ ყურებით.

ის ყველაფრის მცოდნეა,
ჩემი მეგობარია,
მიტომ მასთან სტუმრობა,
ყოველთვის მიხარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026