kids.ge logo

იხვი და მამალი

ფავორიტებში დამატება

ვიტი, ვიტი,
ჩემზე დიდი
მოცურავე ვინ არი,
ვის ამშვენებს ულვაში,
გამეჯიბროს ცურვაში.
ზურგზე ლურჯი ზოლი გამდევს,
ჩემპინის კანტია,
იხვთა მოდგმა ვასახელე,
მეძახიან „კვატიას“.
და დედლების ამალით
იქვე გაჩნდა მამალი.
კან არ დახია,
ტანზე შემოხია:
- მაგ დაფეხვილ ტრაბახას
მივალ, ყელში ვეცემი,
დახალეთ, დედლებო,
თქვენი ლაყე კვერცხები.
სე მაგრად გავცურო,
სე მაგრად ვიყივლო,
მაგას თუ არ ვაჯობო,
დე, გამიხმეს ბიბილო!
გადაეშვა მორევში,
ცა ყივილით გახია,
და იმ დღიდან მამალი
დედლებს არ უნახია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...კვიციიყო ერთი კვიცი, ყორნისფერი კვიცი, ეშმაკი და მკვირცხლი, ოჩანი და ფიცხი, დედის ურჩი კვიცი. ალბათ, ყველამ იც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026