kids.ge logo

მზარეულები

ფავორიტებში დამატება

ანრი - გვეყო თამაში და ბურთი,
მოდით, ყველამ, ვინც აქ არი
დავიხუროთ თეთრი ქუდი,
ვიფაროთ წინსაფარი.
ნინი- კერძი გვიცდის ულევი,
ბა, რა გვაქვს საცილო,
ჩვენ ვართ მზარელები,
საქმე გავინაწილოთ.
ნიკო - მწვადი შევწვათ ცვრინი,
მოვამზადოთ წვნინიც.
გავატაროთ ხორცი სუფთად,
გვიყვარს ტოლმა, გვიყვარს გუფთაც.
თე- არ გეგონოთ ნაყიდი,
ანდა გამოგზავნილი,
ჩემი ხელით ბოსტანში
დაგიკრიფეთ მწვანილი.
დავჭრათ ნება-ნებაო,
ჩვენს კერძს მოუხდებაო.
კიტრსაც არა უშავსო,
ქორფაა და შუშაო.
დო-რე-მი-ფა... დორიო,
ღუის პომიდორიო.
გვანცა- ფქვილი უკვე გავცერი,
ხელმარჯვე ვარ, უდავოდ,
დამაცადეთ, ფაფუკი
ცომი მოვაგუნდავო,
გემრილი, აჭარული,
რომ მოგართვათ ხაჭაპური.
ლოლა- ბებიკოს რეცეპტი
და ნუ მომთხოვთ გამხელას,
ცხელ შოკოლადს მოგართმევთ
დესერტად, ჩემს ნახელავს.
ლუკა - ჯამ-ჭურჭელი წკრილებს,
არ ვართ არელები,
ჩაწიკწიკებულები,
ჩაპრილებულები,
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026