kids.ge logo

ბურთი და ნიკორა

ფავორიტებში დამატება
ბურთმა იგორა, იგორა,
მინდორი გადაიგორა,
მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა
ბოლოში დახვდა ნიკორა,
ნიკორამ ჰკითხა:
- ვინა ხარ?
ზღარბი, ლეკვი თუ კნუტიო,
თუ მართლა რომელიმე ხარ,
რად არ გაბია კუდიო?
იქნება კაცის თავი ხარ,
მაშინ რა უყავ ქუდიო?
- ერთი საბრალო ბურთი ვარ,
გაბერილი ვარ წყენითო,
სულ სხვის ნებაზე დავხტივარ
მთელი დღე ზევით-ქვევითო,
მიშველე რამე, ნოდარმა
მომკლა წიხლების რტყმევითო.
ნიკორას გული მოუკვდა
გალაღებული ლხენითო,
სულ მოშუშა გვერდები,
ლოკა და ლოკა ენითო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026