kids.ge logo

ულტიმატუმი

ფავორიტებში დამატება

დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ.
უყვარს ქადა-ნაზუქი,
ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი
და ცხრა გამოცანიდან
ცხრაზევე აქვს პასუხი.
დაურგეს ცხრა მოცხარი,
მოუყვანეს ცხრა ცხვარი,
იქვე ჩრდილში ცხრა სოჭის
დაღრუტუნებს ცხრა გოჭი.
გახდა გაცინარი,
ცხრა ისურვა ციცარი,
ცხრა ფიცი და ცხრა მტკიცი,
უნდა კიდევ ცხრა კვიცი.
ცხრა ნაყინში, ცხრა კევში
და ცხრა კოკაკოლაში
ცხრა კვიცს როგორ გადაცვლის?-
სულ არ წავა სკოლაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...მზარეულებიანრი - გვეყო თამაში და ბურთი, მოდით, ყველამ, ვინც აქ არი დავიხუროთ თეთრი ქუდი, ავიფაროთ წინსაფარი. ნინი- ...აქლემიარც ფიქრში, არც სიზმარში, ცხადში ვნახე, ნაქები- წვრილფეხება, ფურთხია, ძია ალის აქლემი. ღრიანცელით მოსდევდ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026