kids.ge logo

მარი ზღმარტლით

ფავორიტებში დამატება

გაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს,
ციცქნა მარი ბილიკს წვრილს
შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ
მოყოლა ჭრელი ქოლგა,
რადგან დილიდანვე წვიმს,
დილიდანვე ქარი ოხრავს.
ცას გაჰყურებს ბებო უნდოდ,
შეეყრება მარის სურდო.
ფიჩხი მოტანა, მალე,
ბუხარს ლოკავს ალი ცეცხლის,
თან გზას არ აცილებს თვალებს -
შემოდგომის უხვი ვერცხლი
შეჰფენია არემარეს,
როგორც კორტოხს თხების არვე.
ჰა, გამოსცდა სამ დიდ წიფელს,
მოაქვს გოგოს ხილი მწიფე,
წვიმის მოწიწინე ნოტებს
სულ არ უფრთხის, მობოტებს.
მიფიცხა მარი ბუხარს:
-ოლღა ბებო, რაღას სწუხხარ!
ჰა, კალათა, ციცის ვინძლო
დაძახო, ვუმასპინძლოთ.
გადახსენი ზღაპრის გუდა,
უყვარს ზღმარტლი წითელქუდას.
იმ პერანგზე დიდრონ კოპლებს
ამჩნევ? მოიჩქარის კომბლე;
ბრიყვ დევთან ერთად ბაქია,
გვეწვევა ნაცარქექია.
ცისკარაც კი მოდგა რაშით,
სტუმრებს შევეგებოთ მარშით!
ვაგუგუნოთ ეგ ბუხარი,
შენ კი, ციცი, ციცინო,
ჩემს თოჯინებს უთხარი
ჩემოდ დაძინონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026