kids.ge logo

მადლიერი შველი

ფავორიტებში დამატება

რომ ჩამომდგარა ზამთარი,
შველი უნახავს დამფრთხალი
ჭიშკართან კეთილ ბაბუას,
სოფლად დარჩენილს მარტოკა,
შეუშვა თურმე საბძელში,
თითქმის მთელი თვე ამყოფა, -
აჭმევდა თივას, უვლიდა,
ხარობდა ნაზი სტუმრითა.
გამოზაფხულზე, ბუნების
რომ გაჩენილან ფერები,
შველს ბაბუასთვის ალერსით
ლოკია ხელები,
წასულა, ტყეს შერევია,
გადურბენია სერები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026