kids.ge logo

წვიმა უღრან ტყეში

ფავორიტებში დამატება

მოდის თქეში უღრან ტყეში,
მთები ქუხილისგან თრთიან,
გადუკარებლადა წვიმს
რამდენიმე სათია...
ჩადგა წყალი ფუღუროში -
დაუსველდა ბინა თრიას,
შეყუჟა წიფლის ტოტზე -
ღამე გარეთ გათია.
დილით ციყვმა მიძახა:
- თრია, ეგ რა დაგმართნია? -
წაიყვანა, მოხურა
თავის თბილი ხალათია,
დაამშვიდა, - მოვა დარიც,
აღმართს მოსდევს დაღმართია!..
შეფარა, სანამ თრი
ბინას ნახავს ლაზათიანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026