kids.ge logo

რა კარგი შემოდგომაა!

ფავორიტებში დამატება

-რა კარგი შემოდგომაა!
მთელი დღეა დახტის ციყვი,
თხილს და კაკალს აჩხრილებს,
ფუღურო სავსეა ნიყვით...

-რა კარგი შემოდგომაა!
მოცუნცულებს ზღარბი თომა,
დილიდანვე ვაშლს აგროვებს,
ზარება განა შრომა.

-რა კარგი შემოდგომაა!
საქმინობს თაგვი-მართაც:
სოროს ავსებს ფეტვით, შვრიით...
მზად დაუხვდეს უნდა ზამთარს!

-რა კარგი შემოდგომაა!
მღერის ჭოლა-ჭიანჭველა,
ბუდისაკენ ხორბლის მარცვალს,
ზიდება დინჯად, ნელა.

-რა კარგი შემოდგომაა!
ხარია ფუტკარს-თაზოს,
თაფლს აგროვებს, ზამთარში რომ
ჩვენც გულუხვად გვითავაზოს.

-რა კარგი შემოდგომაა!
დაბურდღუნებს დათვი გაბი,
ტყეში პანტას რა გამოლევს,
აბლი-ბაბლი, ცვივა წაბლი!

-რა კარგი შემოდგომაა!
სულ მსხვილ-მსხვილი მარცვლელი
ჩიტუნებმა მოაგროვეს,-
რა თქმა უნდა, დარჩელი.

-რა კარგი შემოდგომაა!
მაჩვს თხუნელა ჯაფას უქებს:
-მარცვლელით სავსე სორო
ზამთრისათვის მზად აქვს უკვე.

-რა კარგი შემოდგომაა!-
ჭყიტა ბუა? ეს რა ხდება?
ნუთუ ასე მოწონა
შემოდგომის სურნელება?

-რა კარგი შემოდგომაა!
ჭოტი ამბობს თავკანტურა,
მთვარიანშიც ხედავს, ტყე რომ
მოკაზმულა! დახატულა!

-რა კარგი შემოდგომაა!-
ტყის გაყვითლდა ფარჩელი...
წარმოდგენას მართავს ზღაპრულს
ფოთოლცვენას დაჩველი.

დოვლათიან შემოდგომას
ყველასთვის აქვს უხვი ძღვენი,
ჩვენს ტყეში შემოდგომაა!
სიც ხარობს თქვენი ლხენით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...კარლსონი მოგზაურობსერთხელაც კარლსონმა- ასე ვთქვათ, უცაბედად სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა, დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა... ...მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026