kids.ge logo

ფისო

ფავორიტებში დამატება

ბებო, რატომ გააგდე,
ჩემი ფისო გარეთ?
სახლში უნდა, არ გესმის,
როგორ კნავის მწარედ?

ფანჯარასთან მოსულა,
შინ შემოსვლას გვთხოვს...
ნახე, როგორ კანკალებს?
ნახე, როგორ თოვს?

,,ვაპატიოთ ერთხელაც?"
რა კარგი ხარ, ბები!
მაშინ, სწრაფად, გავუღოთ,
საწყალს ეგ კარები!

მოდი ჩემთან ფისუნა,
გიყვანო ხელში.
მაგიდაზე ნუ ახვალ,
არ გაგიტყდეს თეფში!

ჩემო ცელქო, პატარავ,
ლამაზო და ნაზო;
ხომ გაგე, ბებიკო,
ღარ გააბრაზო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...მამი ჩამოდი ეზოში!მამი, ხომ გიყვარს ბავშვები, რატომ არ გვეთამაშები?! ჩქარა ჩამოდი ეზოში, ამდენ ხანს სახლში რას შვები?! ჩამო...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...მეტიჩარამეტიჩარა რატომ ვარ, რომ ვატარებ სათვალეს? ვერა ხედავთ სათვალე, მზისგან მიცავს ამ თვალებს?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026