kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

წვიმა, თოვლი, ავდარი...
ი, ესეც ზამთარი!
ყინვა დადის კარდაკარ,
სუსხი დააქვს ქარდაქარ,
მიწა თოვლმა დაჰბურა,
თუ ნაბდები დაჰხურა?
გაფერმკრთალდნენ დღები,
გაითოშნენ ხები,
სითბო მოგუნება
მოწყენილმა ბუნებამ.
ნეტავ თავს სად აფარებს?
მზე რატომ არ ანათებს?
ჩამალულა ღრუბლებში,-
ცის ფუმფულა უბეში...
განა მზისა ნათელი,-
ცვივა თოვლის ფანტელი,
სუსხი, თოვლი, ავდარი...
სეთია ზამთარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026