kids.ge logo

სანტას საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

დილით ტკბილად გამაღვიძა,
ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა,
ხალი წლის მობრძანება
გოზინაყით მომილოცა.
ნაძვისხესთან მიმიყვანა,
საჩუქარს მახვედრებს ვითომ?
-ბებო, ეს ხომ თოჯინაა!
მობიჯებს ჩემკენ თვითონ!
სულ სიმღერით მომილოცა
თოჯინამ ახალი წელი,
ბებომ მითხრა: შენკენ მოდის,
შეგებე, რაღას ელი...
შენს ბარათში ხომ ეწერა,
ჰოდა, შეგისრულა ნატვრა,
ეს საყვარელი თოჯინა
დაგიტოვა წუხელ სანტამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026