kids.ge logo

ბეღურა

ფავორიტებში დამატება

მიწას თოვლი ეფინა,
სუსხი იყო, ციდა,
ციდან თოვლის ფანტელი
ხვავრილად ცვიდა.

მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს
თოვლი საბნად ეხურა,
ხის ტოტზე ცახცახებდა
პაწაწინა ბეღურა.

შეჰყურებდა ზამთარს და
გაზაფხულზე ფიქრობდა,
მისი ფიქრი მზინი
დღებისკენ მიჰქროდა.

ცებ შეიფრთხილა,
ნეტავ, რა მოყურა?
ზამთარს არ უშინდება
პაწაწინა ბეღურა.

ჭიკჭიკდა, ამღერდა:
-რაც არ უნდა ციდეს,
ციდან თოვლის ფანტელი
რაგინდ უხვად ცვიდეს,

მაინც მოვა ნანატრი,
ტურფა გაზაფხულიო,
სევ გახალისდება
ჩემი ციცქნა გულიო.

ბუნება არ დარჩება
ცივი ზამთრის ამარა,-
გადმოგვძახა ბეღურამ
და ცად შეკრა კამარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...სუროს შაშვი შეფენიააჭახჭახდა შავი შაშვი,- რა ახარებთ ასე ჩიტებს? ციყვუნებმაც გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, ჩაძინებულმა დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026