kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ოქროსფერი სამოსი
ძლიერ შვენის ხეებს,
ქარვისფერი უხდება
სურნელოვან დღეებს.

ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა
თასგვარი ხილი,
რაკარუკით ჩამოდის
კაკალი და თხილი.

ლეღვს ხვეწნით და მუდარით
გაეხლიჩა პირი.
-დამკრიფეთო!-ატამი
საწყალობლად ტირის.

ვაშლს ამდენი ლოდინით
დაებრაწა ლოყა,
ხეზე ლურჯი ქლივი
ხილთა ქებას მოჰყვა.

ბროწელი კისკისებს,
დინჯად გვიხმობს მსხალი,
ყველგან ქარვა ციმციმებს,
ყველგან ღუის ლალი.

კიფებს სიმინდი
მარგალიტის კბილებს,
მზე ჩალისფრად გვიღებავს
სურნელოვან დილებს.

ტყე ათასფრად აჭრელდა,-
ჩვენს მოხიბლვას ლამობს.
მთის კალთები დამძიმდნენ
ბუძგა წაბლის გამო...

მიწის მადლი, ბარაქა
უძღვნა ყველას, ყველას...
ოქროს შემოდგომაა!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026