kids.ge logo

ბეღურა

ფავორიტებში დამატება

მიწას თოვლი ეფინა,
სუსხი იყო, ციდა,
ციდან თოვლის ფანტელი
ხვავრილად ცვიდა.

მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს
თოვლი საბნად ეხურა,
ხის ტოტზე ცახცახებდა
პაწაწინა ბეღურა.

შეჰყურებდა ზამთარს და
გაზაფხულზე ფიქრობდა,
მისი ფიქრი მზინი
დღებისკენ მიჰქროდა.

ცებ შეიფრთხილა,
ნეტავ, რა მოყურა?
ზამთარს არ უშინდება
პაწაწინა ბეღურა.

ჭიკჭიკდა, ამღერდა:
-რაც არ უნდა ციდეს,
ციდან თოვლის ფანტელი
რაგინდ უხვად ცვიდეს,

მაინც მოვა ნანატრი,
ტურფა გაზაფხულიო,
სევ გახალისდება
ჩემი ციცქნა გულიო.

ბუნება არ დარჩება
ცივი ზამთრის ამარა,-
გადმოგვძახა ბეღურამ
და ცად შეკრა კამარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაფრინავენ ჩიტუნებიროცა ვუყურებ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ლამაზად მოხატულს, ხავერდივით რომ ბიბინებს, გულ...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...ყველა მარიამსმარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,- შენი სამშობლოს მფარველის., სიყვარულით რომ შემოგინახა ზურმუხტისფერი ...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026