kids.ge logo

ბეღურა

ფავორიტებში დამატება

მიწას თოვლი ეფინა,
სუსხი იყო, ციდა,
ციდან თოვლის ფანტელი
ხვავრილად ცვიდა.

მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს
თოვლი საბნად ეხურა,
ხის ტოტზე ცახცახებდა
პაწაწინა ბეღურა.

შეჰყურებდა ზამთარს და
გაზაფხულზე ფიქრობდა,
მისი ფიქრი მზინი
დღებისკენ მიჰქროდა.

ცებ შეიფრთხილა,
ნეტავ, რა მოყურა?
ზამთარს არ უშინდება
პაწაწინა ბეღურა.

ჭიკჭიკდა, ამღერდა:
-რაც არ უნდა ციდეს,
ციდან თოვლის ფანტელი
რაგინდ უხვად ცვიდეს,

მაინც მოვა ნანატრი,
ტურფა გაზაფხულიო,
სევ გახალისდება
ჩემი ციცქნა გულიო.

ბუნება არ დარჩება
ცივი ზამთრის ამარა,-
გადმოგვძახა ბეღურამ
და ცად შეკრა კამარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიავი ხეხილის ბაღშია-ეს ვაშლია წითელი, ეს კი ლურჯი ქლიავი,- შემოდგომის ბაღ-ვენახს თავს ევლება ნიავი: -ეს ყურძნის მტევანია,- მ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026