kids.ge logo

ჩემი თბილის-ქალაქი

ფავორიტებში დამატება

სიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი,
მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი!
აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია,
ეს ქალაქი ისე მშვენირია!

სოლოლაკი, მთაწმინდა,-სხვა ადგილი არც მინდა,
თუნდ განთქმული ოქრო-ვერცხლის ბარაქით,
ვერა, ვაკის უბნები... ჩუმად ვესაუბრები,
რომ ერთია ჩემი თბილის-ქალაქი.

და სახოტბო ლექსებით ტკბილად ველერსები,
გულით, გულით-სიყვარულის ზვარაკით,
დიღომსა თუ დიდუბეს, -ეშხით გადაბინდულებს
ფერება ჩემი თბილის -ქალაქი.

ალბათ ფრენა სწადიათ, წლები ისე გადიან,
მოხატულნი ჩვენი ყრმობის ვარაყით.
აქ დღები მიდიან და სიცოცხლეს ფიქრიანს
გულში იკრავს ჩემი თბილის-ქალაქი.

სიყვარული გავუგეთ, გულის კარი გავუღეთ,
წავიკითხეთ სანუკვარი არაკი,
როგორც დედა მშობელი-გულის დამატკბობელი,
სე მიყვარს ჩემი თბილის ქალაქი!

ძველ უბანთა ხავერდებს უფალს გულით ვავაედრებ,
გახაროს მშობლიურმა ალაგმა!
სოლოლაკი, მთაწმინდა... სხვა საუნჯე არც მინდა,
დღეგრძელოს ჩემმა თბილის-ქალაქმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026