kids.ge logo

ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!

ფავორიტებში დამატება

ფრილა, ჩემო ფრილა!
ზამთარმა მოგაფრილა?
სიომ თუ დაგაბზრილა,
ქარმა თუ დაგატრილა...

იქნება ცაში გესტუმრნენ
ბავშვების წრფელი ფიქრები:
დაბარდნოს! თეთრად დაბარდნოს!
რატომ არ ჩანან ფიფქები?

ფრილა, თეთრო ფრილა!
ჩვენო ვარსკვლავა პაწიავ!
ბავშვებს ქათქათა ფანტელი
ვერცხლის ზამთარმა აწვია.

ბარდნეთ და ბარდნეთ ლამაზად!
მთებს დახურეთ ქუდები,
ო, რომ იცოდეთ, ფიფქებო,
მთა-ბარს რარიგად უხდებით!

-პირველი თოვლი მოსულა!-
აჟრიმულდა ქალაქი.
ეს ფანტელების ცეკვაა,-
ზამთრის ლამაზი არაკი.

ფრილა, თეთრო ფრილა,
ნიავმა მოგაფრილა!
სიომ თუ დაგაბზრილა?
ქარმა თუ დაგატრილა?

თოვლმა ვარკვლავად ბარდნაო,
ყვავილად ჩამობარდნაო...
ზამთარმა აგაშრილა,
ფანტელო, ფრიალ-ფრილა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...მე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დიდია და ნამდვილი. მე მთელი დღე დავზუზუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026