kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

მარტმა -გაზაფხულის შვილმა
გააღვიძა მზე როცა,
ადგა და თავისი ტახტი
აპრილს გადალოცა.
-მეც ხომ გაზაფხულის ძე ვარ,
რით ვარ მარტზე ნაკლები?
არც აპრილმა დაშურა
ოსტატობა ნაქები.
გადაფინა მთა-გორებზე
ვარდ-ყვავილთა ხალიჩა,
ფუტკარი ყვავილს დაბზუის,
პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს,
მთა და ბარი გაზაფხულის
სილამაზეს იმშვენებს,
ტყეში ციყვი დაფუსფუსებს,
ჩიტი ბუდეს იშენებს.
აპრილი კი არაკრაკებს
თავის ოქროს სალამურს,
დედა გაზაფხულს უმღერის
პირმშვენიერს, სამურს.
სააპრილო საქმებით
მოჯერებს გულს როცა,
ადგება და თავის გვირგვინს
მაისს გადალოცავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026