kids.ge logo

ზაფხულის მზიანი დილაა!

ფავორიტებში დამატება

ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო,
საით იჩქარი ამ დილით?
ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენი
ჩემი საუზმეც, სადილიც.
მთელი დღე ვიფრენ, ვიშრომებ
არ შევისვენებ წამითაც,
რომ მერე შენ გემრილი
თაფლი მოგართვა ჯამითა.

ბავშვი-მერცხალო, ენაჭიკჭიკა,
საით იჩქარი ამ დილით?
მერცხალი-საკვები შემომელია,
შინ კი ბარტყები მელიან.
საჭმელს ვუზიდავ ბუდეში,
დავზარდო, დავაფრთინო,
რომ მერე ჩვენი სიმღერა
შენს ჭერქვეშ ავახმინოთ.

ბავშვი-სად მიიჩქარი, პეპელავ,
სად მიფარფატებ ამ დილით?
პეპელა- ჩვენ ნაირ-ნაირ ფერებით
ველ-მინდვრებს მოვეფერებით.
თეთრიც, წითელიც, ყვითელიც..
შემკული ათასფერითა,
რომ დაგიმშვენოთ ზაფხული,
რომ დატკბე ჩვენი ცქერითა.

ბავშვი-ბუძგია ზღარბო, სად მიხვალ,
სად მიცუხცუხებ ამ დილით?
ზღარბი-ოჰ, მეჩქარება ძალიან,
წუთითაც არა მცალია...

ბავშვი-შენ კუსკუსა-კუ, შენ მაინც
სად მიკუსკუსებ ამ დილით?
კუ-ზღარბმა,- გამოქეციო,
სურს, ნადიმზე დავეწვიო...
შემომითვალა, ქარს წუხელ
ჩამოუყრია ვაშლიო,
წამოკუსკუსდი, ძმობილო,
დღეს ბაღში სუფრას გავშლიო...

ბავშვი-ჭრიჭინა-ჭრიჭინობელა,
სად მიჭრიჭინებ ამ დილით?
ჭრიჭინა-მეც მაქვს სიმღერით სათქმელი,
ხედავ? დილაა ნათელი!
მოვმართავ ჩემს ვილინოს
და მერე ზაფხულს საცარს
თას სიმღერას მივუძღვნი,
სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინ დავლოცავ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...პეპელაგამონარნარდა პეპელა,- ფრთამოფარფატე, ჭრელიო, ყვავილთა კეკლუც დედოფალს შეჰხარის მთა და ბველიო. კაბა აცვია ...ოქტომბერიდახეთ, თურმე ოქტომბერი სტუმრად იწვევს ავდარსაო... -ხილი დაკრეფილიაო, რთველი მოლეულიაო, შემოდგომის ბარაქა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026